ავტორიზაცია

"მესისთვის გასული სეზონი რთული გამოდგა", - გალტიემ მიზეზებიც განმარტა

"მესისთვის გასული სეზონი რთული გამოდგა", - გალტიემ მიზეზებიც განმარტა
თარიღი 08 აგვ 2022, 12:26

"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე დარწმუნებულია, რომ გუნდის თავდამსხმელს, ლიონელ მესის წარმატებული სეზონი ელის.

ლიგა 1-ის პირველი ტურის ეგიდით, "კლერმონთან" (5:0) გამართულ შეხვედრაში არგენტინელმა დუბლი გაიფორმა და ერთი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

– მესიმ წარმოუდგენელი "მაკრატელა" გაიტანა. ამდენი წლის შემდეგ მაინც გაოცებთ?

"გაოცებული ვარ თუ არა მისი დარტყმით? არა. ეს გოლი მომეწონა. მესი უკვე 17 წელიწადია უმაღლეს დონეზე თამაშობს. გასული სეზონი მისთვის რთული გამოდგა, შეგუების პროცესში იყო. იქამდე კი თითოეულ სეზონში მინიმუმ 30 გოლი გაჰქონდა".

"ახლა სრული წინასასეზონო მზადება გაიარა, პირადი ცხოვრება დაალაგა, კლუბში ადაპტაცია გაიარა, გუნდს და თანაგუნდელებს მიეჩვია. არ აქვს მიზეზი იმისა, რომ შესანიშნავი სეზონი ვერ ჩაატაროს".

"როცა მბაპეს გვერდით აღმოჩნდება, კიდევ უფრო ძლიერი იქნება", - ციტირებს გალტიეს სიტყვებს L'Equipe.

შეგახსენებთ, მესი "პარი სენ ჟერმენს" გასულ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.