ავტორიზაცია

ჩელსი მზადაა ბარსელონას დე იონგის ტრანსფერზე შეთავაზება გაუკეთოს, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით

ჩელსი მზადაა ბარსელონას დე იონგის ტრანსფერზე შეთავაზება გაუკეთოს, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით
თარიღი 08 Aug 2022, 12:37

"ჩელსიმ" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი შეიძინოს.

ლონდონური კლუბის წარმომადგენლებმა კატალონიელთა ხელმძღვანელობასთან 25 წლის ჰოლანდიელის შესაძლო ტრანსფერი უკვე განიხილეს.

"ჩელსიმ", რომელიც რამდენიმე კვირის მანძილზე "ბლაუგრანას" სხვა საკითხებზე ესაუბრებოდა, დაადასტურა, რომ დე იონგის შეძენას აპირებს.

მიუხედავად ამისა, "არისტოკრატები" ფრენკის თაობაზე წინადადებას იქამდე არ გააკეთებენ, სანამ არ დარწმუნდებიან იმაში, რომ ფეხბურთელს მათ რიგებში გადასვლა უნდა, წერს Mundo Deportivo.

ლონდონელებს არაფრისმომცემ მოლაპარაკებებში დროის დახარჯვა არ უნდათ. "ჩელსის" მიზანია საკუთარ იმიჯს კიდევ ერთი დარტყმა აარიდოს, როგორც ეს რაფინია დიასისა და ჟიულ კუნდეს შემთხვევებში მოხდა, რომლებიც ლონდონურ კლუბში გადასვლასთან იყვნენ ახლოს, მაგრამ საბოლოო ჯამში "ბარსელონაში" აღმოჩნდნენ.

მიუხედავად ფრენკისადმი "ჩელსის" მზარდი ინტერესისა, ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ჰოლანდიელი "ბარსელონასთან" გაფორმებულ კონტრაქტს პატივისცემით ეპყრობა. იგი 2026 წლამდე გათვლილი ხელშეკრულების ბოლომდე ამოწურვას გეგმავს.

ამავდროულად, "ჩელსი" ერთადერთი კლუბია, სადაც გადასვლასაც ფრენკი შესაძლოა დათანხმდეს. თუ იგი "ბარსადან" წასვლას გადაწყვეტს, მაშინ მხოლოდ იმ კლუბის გამო, რომელიც ტიტულებისთვის იბრძვის და ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.