ავტორიზაცია

"გთხოვთ, ტაში დავუკრათ", - ლაპორტამ დაასახელა ორი ადამიანი, რომელიც ბარსას ძალიან ეხმარება

"გთხოვთ, ტაში დავუკრათ", - ლაპორტამ დაასახელა ორი ადამიანი, რომელიც ბარსას ძალიან ეხმარება
თარიღი 08 აგვ 2022, 13:47

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კატალონიურ გრანდში შექმნილი სიტუაციის შესახებ განცხადება გააკეთა.

"ყურადღება არ მივაქციეთ მათ, ვინც ცუდ ამბებს გვიწინასწარმეტყველებდა", - აცხადებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის.

"ბარსას" ბრენდი ძალიან ძლიერია, ტურნეში ეს დამტკიცდა. სპორტული სექტორი შესანიშნავად მუშაობს. გთხოვთ, ალემანისა და ხორდი კრუიფს ტაში დავუკრათ".

"ყველა ტრანსფერის დარეგისტრირებაა შესაძლებელი", - დასძინა ლაპორტამ Diario Sport-თან საუბრისას.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" ახალწვეულების დასარეგისტრირებლად მეოთხე ეკონომიკური ბერკეტის გააქტიურება სჭირდება.