ავტორიზაცია

"ვინც საპირისპიროს იტყვის, ცრუობს", - მიმდინარეობს თუ არა ბარსელონასა და მესის შორის მოლაპარაკებები?

"ვინც საპირისპიროს იტყვის, ცრუობს", - მიმდინარეობს თუ არა ბარსელონასა და მესის შორის მოლაპარაკებები?
თარიღი 08 Aug 2022, 14:25

"ბარსელონას" წარმომადგენლები "პსჟ"-ს თავდამსხმელს, ლიონელ მესის კატალონიურ გრანდში დაბრუნების თაობაზე არ დაკავშირებიან.

მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არგენტინელი სუპერვარსკვლავის გარემოცვამ უარყო.

"ლაპორტა ლეო მესის გარემოცვიდან არავის დაკავშირებია, ჩვენც არ გვქონია მასთან კონტაქტი. ნებისმიერი, ვინც საწინააღმდეგოს ამბობს, ცრუობს", - ციტირებს Mundo Deportivo 35 წლის სუპერვარსკვლავთან დაახლოებული პირის სიტყვებს.

RMC Sport-ის ჟურნალისტი, ლოიკ ტანზი იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც მესიმ "ბარსელონა" დატოვა, ლეოსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი არ ყოფილა.

აქამდე არსებული ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ლეოს დაბრუნება 2023 წლის ზაფხულში სურთ და უკვე მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ.

მიმდინარე სეზონში მესიმ "პსჟ"-ს მაისურით ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.