BREAKING: ნაპოლის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს!
"ნაპოლის" ნახევარმცველი, ფაბიან რუისი "პარი სენ ჟერმენში" გადასვლასთან არის ახლოს, იტყობინება გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგულმა კლუბმა 26 წლის ესპანელთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა.
პარიზელებსა და ნეაპოლელებს შორის სრული კომპრომისის მისაღწევად ზოგიერთი დეტალის მოგვარებაღაა საჭირო. სპორტულ საკითხებში "პსჟ"-ს მრჩეველი, ლუიშ კამპუში ფაბიანისთვის ბრძოლაში "რეალის" დამარცხებას გეგმავს, რომელიც ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას 2023 წლის ზაფხულში უფასოდ გეგმავდა.
გარდა ამისა, "პსჟ" და "ნაპოლი" გოლკიპერ კეილორ ნავასის ტრანსფერზეც მუშაობენ.
როგორც იუწყებიან, პარიზელები რუისის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონ ევროს გადაიხდიან.
გასულ სეზონში ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა "ნაპოლის" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.