ავტორიზაცია

რატომ ვერ ახერხებს ბარსელონას ხელმძღვანელობა მარკოს ალონსოს ტრანსფერის დახურვას?

რატომ ვერ ახერხებს ბარსელონას ხელმძღვანელობა მარკოს ალონსოს ტრანსფერის დახურვას?
თარიღი 08 აგვ 2022, 18:13

"ბარსელონას" ბოსები "ჩელსის" მარცხენა მცველის, მარკოს ალონსოს ტრანსფერის გაოფიციალურებას ვერ ახერხებენ, წერს Mundo Deportivo.

ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ლა ლიგის ხელმძღვანელებისგან ნებართვას ელოდება.

როგორც აღინიშნება, კლუბს სურს შეაფასოს, რამდენად იცავს ფინანსური ფეირ პლეის წესებს და გაიგოს, კიდევ რა თანხის დახარჯვა შეუძლია ახალწვეულებში, რათა სეზონის განაცხადში ყველა მათგანი შეიყვანოს.

არსებული ცნობით, "ბარსელონა" ალონსოს თაობაზე "ჩელსის" უკვე შეუთანხმდა და თავად 31 წლის ფეხბურთელთანაც მიაღწია კომპრომისს პირადი კონტრაქტის პირობებზე.

მოგეხსენებათ, მარკოსი მადრიდის "რეალის" აღზრდილია. სამშობლო მან 2010 წელს დატოვა და ამ დროის მანძილზე ევროპული გუნდების ღირსებას იცავდა.