ავტორიზაცია

პირველი უარის მიუხედავად, მანჩესტერ იუნაიტედი 33 წლის ფორვარდის ტრანსფერში დარწმუნებულია

პირველი უარის მიუხედავად, მანჩესტერ იუნაიტედი 33 წლის ფორვარდის ტრანსფერში დარწმუნებულია
თარიღი 08 აგვ 2022, 21:38

„ბოლონიას“ 33 წლის ფორვარდის, მარკო არნაუტოვიჩის ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჯერ კიდევ რეალურია.

იტალიურმა გუნდმა „წითელი ეშმაკების“ პირველი, 9-მილიონიანი შემოთავაზება უარით გაისტუმრა, თუმცა „ემიუ“ დანებებას არ აპირებს და უახლოეს პერიოდში, გაუმჯობესებულ შეთავაზებას გააკეთებს.

ამ ეტაპზე, მანჩესტერული კლუბი 33 წლის ავსტრიელი თავდამსხმელის ტრანსფერში პრაქტიკულად დარწმუნებულია. 

არნაუტოვიჩის სახით „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ხედავს ისეთი მებრძოლი ხასიათის მქონე ფეხბურთელს, როგორიც ამჟამად გუნდის გასახდელს ძალიან აკლია.

Sky Sports-ის ინფორმაციით, არნაუტოვიჩის გუნდში ხილვა პირადად ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომელიც ფეხბურთელს „ტვენტეში“ 2006-2009 წლებში მუშაობის პერიოდიდან ძალიან კარგად იცნობს.

გასულ სეზონში არნაუტოვიჩმა სერია ა-ს 33 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა.