ავტორიზაცია

ბერნარდუს ბარსელონაში გადასვლის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, მაგრამ მოთმინება ეწურება - რა ვითარებაა ამ ეტაპზე?

ბერნარდუს ბარსელონაში გადასვლის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, მაგრამ მოთმინება ეწურება - რა ვითარებაა ამ ეტაპზე?
თარიღი 08 აგვ 2022, 22:17

„მან სიტის“ ნახევარმცველს ბერნარდუ სილვას „ბარსელონაში“ გადასვლის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

27 წლის ფეხბურთელის გარემოცვა უკმაყოფილოა, რომ ბოლო დროს „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებები შენელდა და ტრანსფერის განხორციელების იმედს უფრო და უფრო კარგავენ.

პორტუგალიელთან დაახლოვებული ადამიანები ამტკიცებენ, რომ ტრანსფერის დრო ჯერ კიდევ არის და თავად ბერნარდუც და ამის სჯერა, მაგრამ შიშობს, რომ განმეორდება იგივე, რაც წინა წელს - ფეხბურთელის წარმომადგენლები ფანჯრის ბოლო დღემდე ლოდინს არ აპირებენ.

ახლა მოლაპარაკებები იმავე სტადიაზეა, რაც ორი თვის წინ, ოფიციალური შეთავაზებით მათთვის არავის მიუმართავს, ბერნარდუ ამ ყველაფრის გამო მოთმინებას კარგავს.

„მანჩესტერ სიტი“ მზადაა ფეხბურთელი გაყიდოს, თუ რომელიმე კლუბი მასში მინიმუმ 80 მილიონ ევროს გადაიხდის.

თავის მხრივ, ბერნარდუს აგენტი ჟორჟე მენდეში დარწმუნებულია, რომ ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ „ბარსელონას“ ფრენკი დე იონგი დატოვებს.