ავტორიზაცია

ვერნერთან და მარკოს ალონსოსთან ერთად, ლონდონის ჩელსის კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს

ვერნერთან და მარკოს ალონსოსთან ერთად, ლონდონის ჩელსის კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს
თარიღი 08 Aug 2022, 22:35

ლონდონის „ჩელსის“ მორიგი ფეხბურთელი ტოვებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, „ჩელსიმ“ „მონაკოსთან“ ფრანგი მცველის, მალანგ სარის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

მონეგასკური გუნდი ფეხბურთელს ერთწლიანი იჯარით ინათხოვრებს და მისი გამოსყიდვა შემდგომში 15 მილიონ ევროდ შეეძლება, თუ „მონაკოს“ მაისურით სარი გარკვეულ შედეგებს მიაღწევს.

ამ ეტაპზე, მხარეებს შორის უკანასკნელი დეტალები გვარდება, რა დროსაც სარი მონაკოში სამედიცინო შემოწმების გასავლელად უკვე გაფრინდა.

იმ შემთხვევაში, თუ „მონაკო“ ფეხბურთელის გამოსყისვას გადაწყვეტს, ის გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ამ ზაფხულს, გუნდი უკვე დატოვეს ანტონიო რუდიგერმა, ანდრეას კრისტენსენმა, ახლოს არის წასვლასთან ტიმო ვერნერიც, რომელიც „ლაიპციგში“ ბრუნდება და დიდი ალბათობით, „ბარსელონაში“ გადავა მარკოს ალონსო.