ავტორიზაცია

"ბარსელონასთან მოლაპარაკებები მქონდა", - ასპილიკუეტამ განმარტა, რატომ უნდოდა წასვლა და საბოლოოდ რატომ დარჩა

"ბარსელონასთან მოლაპარაკებები მქონდა", - ასპილიკუეტამ განმარტა, რატომ უნდოდა წასვლა და საბოლოოდ რატომ დარჩა
თარიღი 08 Aug 2022, 21:31

„ჩელსის“ ესპანელმა მცველმა, სეზარ ასპილიკუეტამ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა გუნდში დარჩენა „ბარსელონას“ ინტერესის მიუხედავად.

ასპილიკუეტას „ბარსაში“ გადასვლა იმდენად უნდოდა, რომ ამის შესახებ ინტერვიუში „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელიც საუბრობდა. თუმცა, შემდეგ ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა და გუნდში 2024 წლამდე რჩება.

„ბარსელონასთან მოლაპარაკებები მართლაც მქონდა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, მე გავხდი „ჩელსის“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ყველა შესაძლო ტიტული მოვიგე და ვიფიქრე, რომ დროა ესპანეთში ადვბრუნდე.

თუმცა, შემდეგ კლუბს ეს ყველაფერი შეემთხვა (სანქციები რომან აბრამოვიჩის გამო - ავტ). მინდოდა, „ჩელსისთვის“ ჩემი ერთგულება დამენახებინა. 

ჩემი კლუბის წინააღმდეგ არასდროს არაფერი გამიკეთებია. კლუბთან პირადი საუბრები მქონდა, რომლებზეც ყველაფერი ვთქვი.“ - აღნიშნა ასპილიკუეტამ.