ავტორიზაცია

პსჟ შესაძლოა ჩელსის მოლაპარაკებებში ჩაერიოს და ლონდონელებს სამიზნე წაართვას

პსჟ შესაძლოა ჩელსის მოლაპარაკებებში ჩაერიოს და ლონდონელებს სამიზნე წაართვას
თარიღი 08 აგვ 2022, 22:44

„პარი სენ-ჟერმენი“ „ჩელსის“ შესაძლოა „ლესტერის“ მცველის, უესლი ფოფანას შეძენისთვის შეებრძოლოს.

21 წლის ფრანგი - ლონდონური გუნდისთვის დაცვის გაძლიერების პრიორიტეტია და კლუბი „ლესტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Le Parisien-ის ინფორმაციით, „მელიებმა“ „ჩელსის“ ორი შემოთავაზება გაისტუმრეს უარით - 75 და 82-მილიონიანი.

ამ სიტუაციით შესაძლოა „პარი სენ-ჟერმენმა“ ისარგებლოს და ფეხბურთელისთვის მოლაპარაკებებში ჩაერთოს. გუნდი მცველის ძიებით აქტიურად არის დაკავებული და აქამდე, ყველაზე აქტიურად მილან შკრინიარს უკავშირებდნენ.

გასული სეზონი ფოფანას თითქმის სრულად გაუცდა, რადგან ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. 

გავრცელებული ინფორმაციით, „ლესტერი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 85 მილიონ ფუნტს ითხოვს, რის გადახდასაც, „ჩელსი“ არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ კულიბალის ტრანსფერის მიუხედავად, მცველი სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ.