პიკე მზადაა ძველ კონტრაქტზე დაბრუნდეს, რათა ბარსელონამ ახალწვეულები დაარეგისტრიროს
„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ კლუბს შეატყობინა, რომ მზადაა გაანულოს თავისი კონტრაქტი, რომელიც ხოსეპ ბართომეუს პრეზიდენტობის დროს გააფორმა.
CatanulyaRadio-ს ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ 2020 წლის ოქტომბერში გუნდის ხუთმა ფეხბურთელმა კონტრაქტი დარღვევით გააფორმა.
საუბარია პიკეზე, კლემან ლანგლეზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე, ფრენკი დე იონგსა და სერხიო ბუსკეტსზე.
2020 წლის შემოდგომაზე სწორედ ამ ფეხბურთელებმა გააფორმეს გუნდთან ახალი კონტრაქტები რამდენიმე სეზონიანი ხელფასის დაკლებით. დაკლებულ ხელფასს კი, ისინი მომდევნო რამდენიმე სეზონის მანძილზე მიიღებდნენ.
„ბარსას“ ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ კონტრაქტები კანონდარღვევით იყო გაფორმებული და ფეხბურთელებს ძველ პირობებზე დაბრუნებას სთხოვს.
ამ დრომდე, მხოლოდ 35 წლის ჟერარ პიკემ გამოთქვა მზადყოფნა წინა კონტრაქტის პირობებზე დაბრუნების. ამ ნაბიჯით, „ბარსელონა“ მეოთხე ეკონომიკურ ბერკეტს მიაღწევს, რაც კლუბს ახალწვეულების დარეგისტრირებაში დაეხმარება.