ავტორიზაცია

ტონალის პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი ჰყავს, მილანმა ფასი დაასახელა

ტონალის პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი ჰყავს, მილანმა ფასი დაასახელა
თარიღი 09 აგვ 2022, 15:44

"არსენალს" "მილანის" ნახევარმცველის, სანდრო ტონალის ხელში ჩაგდება უნდა, იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერი" მზადაა 22 წლის იტალიელი 55 მილიონ ევროდ გაყიდოს.

მიუხედავად ამისა, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონის მთავარ მწვრთნელს, სტეფანო პიოლის ახალგაზრდა ნახევარმცველის გასხვისება არ სურს.

აღსანიშნავია, რომ ტონალის "მილანთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში "როსონერის" ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.