ხელფასს ბუსკეტსიც დაიკლებს — ბარსას ხელმძღვანელობა ახალწვეულებს მალე დაარეგისტრირებს
"ბარსელონას" ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი უახლოეს პერიოდში კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ხელფასი შეუმცირდება.
ახალი ხელშეკრულება 2024 წლამდე იმოქმედებს (ამჟამინდელი ერთ წელიწადში იწურება), იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, მსგავსი პირობების მქონე კონტრაქტს გააფორმებს კატალონიელთა ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკეც.
ბუსკეტსისა და პიკეს დახმარებით, აგრეთვე მეოთხე ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედებით (Barca Studios-ის უფლებების კიდევ 24,5%-ის გაყიდვა) "ბარსა" ყველა ახალწვეულს დაარეგისტრირებს.
მოგეხსენებათ, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბლაუგრანამ" ფრანკ კესიე, ანდრეას კრისტენსენი, რაფინია დიასი, რობერტ ლევანდოვსკი და ჟიულ კუნდე დაიმატა.