ავტორიზაცია

ჟორჟინიო ვეინალდუმმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელმაც რომაში გადასვლა ურჩია

ჟორჟინიო ვეინალდუმმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელმაც რომაში გადასვლა ურჩია
თარიღი 09 აგვ 2022, 17:58

"რომას" ახალწვეულმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა განაცხადა, რომ "ლივერპულის" თავდამსხმელმა და მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, მოჰამედ სალაჰმა კარიერის გაგრძელებისთვის კლუბის შერჩევაში დიდი როლი ითამაშა.

"მინდოდა კონტრაქტი გამეფორმებინა იმ ძალისხმევის გამო, რომელიც კლუბმა ჩემს ხელში ჩასაგდებად გაიღო. მო სალაჰსა და კევინ სტროტმანს ვესაუბრე კლუბსა და ქალაქზე, მხოლოდ კარგი ისტორიები მოვისმინე", - ციტირებს "რომას" პრესსამსახური ჰოლანდიელის სიტყვებს.

მოგეხსენებათ, 31 წლის ნახევარმცველი რომაელებმა "პარი სენ ჟერმენიდან" ერთწლიანი იჯარით დაიმატეს, შემდგომი შესყიდვის უფლებით.

გასულ სეზონში ვეინალდუმმა ყველა ტურნირზე ერთად პარიზული კლუბის რიგებში 38 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ სალაჰი "რომას" ღირსებას 2015 წლიდან 2017 წლამდე იცავდა.