ცნობილი გახდა, თუ როდის დაადასტურებს ბარსელონა მარკოს ალონსოს ტრანსფერს

ცნობილი გახდა, თუ როდის გადავა "ჩელსის" მარცხენა მცველი, მარკოს ალონსო "ბარსელონაში", წერს გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.
ასე და ამგვარად, 31 წლის ესპანელი მცველი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მაშინ შეუერთდება, როცა კატალონიური გრანდი ყველა ახალწვეულს წარადგენს და ლა ლიგა "მწვანე შუქს" აუნთებს.
გასულ კვირაში "ბარსამ" და "ჩელსიმ" ტრანსფერზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მარკოსი "ბლაუგრანასთან" 2024 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.
აღსანიშნავია, რომ ალონსო "ჩელსის" ღირსებას 2016 წლის აგვისტოდან იცავს, გუნდს იგი "ფიორენტინადან" 23 მილიონ ევროდ შეუერთდა.