ავტორიზაცია

ჩელსი ბარსას პრაქტიკულად შეუთანხმდა და ძვირადღირებული მცველის ტრანსფერზეც აგრძელებს მუშაობას

ჩელსი ბარსას პრაქტიკულად შეუთანხმდა და ძვირადღირებული მცველის ტრანსფერზეც აგრძელებს მუშაობას
თარიღი 10 Aug 2022, 22:59

"ჩელსის" ხელმძღვანელობა "ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგისა და "ლესტერის" მცველის, უესლი ფოფანას ტრანსფერებზე მუშაობს.

სავარაუდოდ, ჰოლანდიელი ფეხბურთელის მომავალი უახლოეს ორ დღეში გაირკვევა. ფრენკის კვლავ არ უნდა იმ ხელფასის დაკლება, რომელსაც "ბარსაში" იღებს და ეს მისი "ჩელსიში" გადასვლის კარს ხსნის, წერს CBS Sports Golazo-ს ჟურნალისტი, ბენ ჯეიკობსი.

ლონდონური კლუბი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ "ბარსას" დაახლოებით 80 მილიონ ევროზე შეუთანხმდება. ეს ოდნავ ნაკლებია იმ თანხაზე, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" იხდიდა. "არისტოკრატების" მფლობელი, ტოდ ბოელი ფრენკის პირადად ესაუბრა.

"ჩელსი" "ბარსას" 25 წლის ნახევარმცველის თაობაზე ოფიციალური წინადადებით იქამდე არ მიმართავს, სანამ მისგან თანხმობას არ მიიღებს. ლონდონური კლუბი ფეხბურთელზე ზეწოლას ახდენს, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც კატალონიურ გრანდში დარჩენის სურვილს გამოთქვამს.

"ბლაუგრანას" ფრენკისთან განშორება სურს, რათა "მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა დაიმატოს. კლუბი მიღებულ თანხას პორტუგალიელის ტრანსფერს მოახმარს. გარდა ამისა, "ბარსას" სახელფასო ხარჯების შემცირებაც სჭირდება. ინგლისურ კლუბს ბერნარდუს თაობაზე იგი ჯერ კიდევ არ შეთანხმებია.

"ბარსელონა" დე იონგს რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეელიოს და ეს შეიძლება "ჩელსის" დაეხმაროს. ფრენკი შესაძლოა ანაზღაურების დაკლებას დათანხმდეს, რომელსაც ლონდონელები სთავაზობენ, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ნამდვილად მზად არის თუ არა იგი "ბარსას" დატოვებისთვის ან მზადაა თუ არა კლუბი მას წასვლა აიძულოს.

"ლესტერის" მცველის, უესლი ფოფანას ტრანსფერზეც გრძელდება მოლაპარაკებები. მის თაობაზე მესამე შეთავაზება რეკორდული არ იქნება - ლონდონელებს იმედი აქვთ, რომ "მელიები" 21 წლის ფრანგს 80 მილიონ ფუნტზე ნაკლებ თანხად გაუშვებენ.

"ჩელსიში" ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რადგან უესლის ნამდვილად სურს მათ რიგებში გადასვლა. ლონდონელები არ დანებდებიან, მაგრამ ამჟამად "ბარსასთან" დე იონგის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები უფრო მოწინავე სტადიაზეა.