როდის შედგება მარკოს ალონსოს დებიუტი ბარსელონას რიგებში?

"ბარსელონას" რიგებში კატალონიელთა მორიგი ახალწვეულის, მარკოს ალონსოს დებიუტი შესაძლოა ლა ლიგის მეორე ტურში შედგეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.
31 წლის ლატერალი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებს მომავალი კვირის დასაწყისში შეუერთდება. "ბლაუგრანა" "ჩელსის" დაახლოებით 8 მილიონ ევროს გადაუხდის.
როგორც აღინიშნება, ალონსოს ტრანსფერის გაოფიციალურება ჭიანურდება, რადგან "ბარსას" სხვა ახალწვეულები ჯერ არ დაურეგისტრირებია.
ხავის აზრით, ალონსოს დებიუტი გარიგების დახურვიდან უმოკლეს ვადაში შედგება. სავარაუდოდ, გამოცდილი მცველი მოედანზე გასვლას 21 აგვისტოს "სოსიედადთან" გასამართ შეხვედრაში შეძლებს.