ავტორიზაცია

BREAKING: ბარსელონა ორმა ახალწვეულმა შესაძლოა ამ ზაფხულსვე დატოვოს!

BREAKING: ბარსელონა ორმა ახალწვეულმა შესაძლოა ამ ზაფხულსვე დატოვოს!
თარიღი 10 აგვ 2022, 23:42

"ბარსელონას" ორმა ახალწვეულმა კატალონიური გრანდი შესაძლოა ისე დატოვოს, რომ გუნდის მაისურით ერთი ოფიციალური მატჩის ჩატარებაც კი ვერ მოასწროს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი იტყობინება, არ არის გამორიცხული, ანდრეას კრისტენსენი და ფრანკ კესიე უფასოდ წავიდნენ, თუ კლუბი მათ ლა ლიგის პირველ ტურში "რაიო ვალეკანოსთან" გასამართ შეხვედრამდე ვერ დაარეგისტრირებს.

მოგეხსენებათ, ეს ფეხბურთელები "ლურჯ-ბროწეულისფრებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდნენ და კონტრაქტში გათვალისწინებული პუნქტით ისარგებლონ - მათ "ბარსას" დატოვება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეუძლიათ.

ამჟამად არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ეს მოხდება. ყველა ცუდ შემთხვევაში, "ბარსა" მოთამაშეთა აგენტებთან დალაპარაკებას ეცდება, რათა მოვლენების ასეთი განვითარება თავიდან აირიდოს.

მოგეხსენებათ, "ბარსელონა" - "რაიო ვალეკანო" 13 აგვისტოს გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.