ავტორიზაცია

Sky Sports: მანჩესტერ სიტი დორტმუნდის ფეხბურთელის შეძენას აპირებს

Sky Sports: მანჩესტერ სიტი დორტმუნდის ფეხბურთელის შეძენას აპირებს
თარიღი 11 აგვ 2022, 00:10

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "დორტმუნდის" მცველის, რაფაელ გერეიროს შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც გავლენიანი გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, ბორუსიელთა 28 წლის ფეხბურთელი "ქალაქელთათვის" დაცვის ხაზის მარცხენა ფლანგის გაძლიერების რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთია.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი "ანდერლეხტის" მარცხენა მცველს, სერხიო გომესს ყიდულობს, მის განათხოვრებას City Football Group-ის ერთ-ერთ კლუბში აპირებს.

გერეირო "დორტმუნდს" 2016 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში 189 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 34 გოლი გაიტანა და 37 შედეგიანი პასიც მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელ ლატერალს ბორუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.