რამოსს გადაასწრო და ერთადერთ ფეხბურთელს ჩამორჩება — მერამდენე ტიტული მოიგო ბენზემამ რეალის რიგებში?

მოგეხსენებათ, 2022 წლის უეფას სუპერთასის ეგიდით, მადრიდის "რეალმა" ფრანკფურტის "აინტრახტი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ მადრიდულ გრანდთან ერთად 23-ე ტიტული მოიგო.
ასე და ამგვარად, 34 წლის ფრანგმა სერხიო რამოსი (22 ტიტული) ჩამოიტოვა და ლეგენდარულ ფრანსისკო ხენტოს გაუთანაბრდა.
მოგეხსენებათ, "რეალის" ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი მარსელოა - 25.
გამოსარჩევი ფაქტია, რომ ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა "ბლანკოსის" რიგები უკვე დატოვა და ბენზემას რეკორდის დამხობის საკმაოდ დიდი შანსები აქვს.