ანჩელოტი ბენზემასა და ოქროს ბურთის შესახებ: "არა მგონია, რომ ვინმეს მის გამარჯვებაში ეჭვი ეპარებოდეს"

"რეალის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის იმედი აქვს, რომ მადრიდელთა თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა "ოქროს ბურთს" მოიგებს.
"სამეფო კლუბის" დამრიგებელმა ეს ევროპის სუპერთასის მოგების შემდეგ განაცხადა, სადაც "ბლანკოსმა" ფრანკფურტის "აინტრახტი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
"გამარჯვება ხელს უწყობს მოტივაციასა და შთაგონებას", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
– რას იტყვით ბენზემაზე?
"დიდწილად მისი დამსახურებაა, აქ რომ ვართ. ახლა მოდით, "ოქროს ბურთზე" წავიდეთ. არა მგონია, რომ ვინმეს მის გამარჯვებაში ეჭვი ეპარებოდეს", - დასძინა "პაპა კარლომ".