VIDEO: ბარსელონას გულშემატკივარი დე იონგს: "შეიმცირე ხელფასი, ძუკნავ"
"ბარსელონას" გულშემატკივარმა გუნდის ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგის ხელფასის შემცირებისკენ უხეშად მოუწოდა.
ეს კატალონიური გრანდის ბაზასთან ახლოს მოხდა. ჰოლანდიელი ტერიტორიას ავტომობილით ტოვებდა, ფანმა კი რამდენჯერმე დაუყვირა: "შეიმცირე ხელფასი, ძუკნავ".
შეგახსენებთ, "ბარსას" დე იონგის გაყიდვა უნდა, მაგრამ მზადაა დაიტოვოს, თუ ანაზღაურების დაკლებას დათანხმდება.
თავის მხრივ, ფრენკი დარჩენას გეგმავს და ხელფასის შემცირებას არ აპირებს.
მოგეხსენებათ, 25 წლის ჰოლანდიელი "ბარსელონამ" 2019 წლის ზაფხულში ამსტერდამის "აიაქსიდან" 86 მილიონ ევროდ შეიძინა.