ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც დე იონგი პოზიციას იცვლის და შეიძლება ბარსელონადან წასვლას დათანხმდეს

მიზეზი, რის გამოც დე იონგი პოზიციას იცვლის და შეიძლება ბარსელონადან წასვლას დათანხმდეს
თარიღი 11 Aug 2022, 00:28

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი და მისი აგენტები კატალონიური გრანდის ქმედებებით უკმაყოფილონი არიან, წერს Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი იმას უკავშირდება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" შესაძლოა სასამართლოს მიმართონ და ფეხბურთელის მიერ 2020 წელს გახანგრძლივებული კონტრაქტის ლეგიტიმურობა გაასაჩივრონ. 

როგორც აღინიშნება, დე იონგისა და მარტინ ბრეიტუეიტის აგენტები, ალი დურსუნი და ჰასან ჩეტინკაია, ბარსელონაში ჩაფრინდნენ. ჯერჯერობით ისინი კლუბის ბოსებთან შეხვედრას არ აპირებენ.

სავსებით შესაძლებელია, რომ პირველ რიგში ზემოთნახსენები ფეხბურთელების წარმომადგენლებმა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას ის წინადადებები წარუდგინონ, რომლებიც სხვა კლუბებისგან მიუვიდათ.

შეგახსენებთ, დღევანდელ დღემდე დე იონგი "ბარსაში" დარჩენას და 2026 წლამდე მოქმედი ხელშეკრულების ბოლომდე ამოწურვას გეგმავდა.