ავტორიზაცია

ბერნარდუ სილვა ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებულ ცნობებს გამოეხმაურა

ბერნარდუ სილვა ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებულ ცნობებს გამოეხმაურა
თარიღი 11 აგვ 2022, 11:39

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

აქამდე გავრცელებული ცნობით, პორტუგალიელისადმი ინტერესს "ბარსელონა" იჩენს.

– მიმდინარე და გასულ ზაფხულს ბევრი ჭორი დაიწერა შენს შესახებ. როგორ ხედავ შენს მომავალს?

"ყოველთვის ვამბობდი, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება მომავალში. ვნახოთ, გულახდილად ვამბობ".

"კლუბთან ძალიან გულწრფელი ურთიერთობა მაქვს. მათთან გულახდილი ვიყავი და იციან, რა მინდა. თუ დავრჩები, ძალიან ბედნიერი ვიქნები და ყოველთვის პატივს ვცემ ამ კლუბს, მაქსიმუმს გავაკეთებ. თუ არა - ეს ფეხბურთია და უბრალოდ ვნახავთ, რაც მოხდება", - ციტირებს სილვას სიტყვებს ESPN-ი.