საინტერესო ამბავი — მანჩესტერ იუნაიტედს ლაიფციგში დაბრუნებული ვერნერის შეძენა უნდოდა
"მანჩესტერ იუნაიტედს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსის" აწ უკვე ექს-თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის შეძენა უნდოდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი ავრცელებს.
"ეშმაკუნები" გერმანელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, 26 წლის ფორვარდმა "ლაიფციგში" დაბრუნება გადაწყვიტა.
როგორც აღინიშნება, ვერნერის გადაბირება პირადად მანიკუნიანელთა მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს სურდა.
მოგეხსენებათ, ტიმო "ჩელსის" ღირსებას 2020-2022 წლებში იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან 89 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და 21 ასისტიც მიითვალა.