ავტორიზაცია

ბერნარდუ: "რეალთან ისე გავვარდით, რომ 180 შესაძლოდან 175-ს მანძილზე უკეთესი გუნდი ვიყავით"

ბერნარდუ: "რეალთან ისე გავვარდით, რომ 180 შესაძლოდან 175-ს მანძილზე უკეთესი გუნდი ვიყავით"
თარიღი 11 აგვ 2022, 17:38

„მან სიტის“ ნახევარმცველმა ბერნარდუ სილვამ „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში განცდილი მარცხი გაიხსენა.

„ამის დავიწყება შეუძლებელია. მახსოვს ჩვენი დაპირისპირება „ტოტენჰემთან“ 2019 წელს - ეს სიგიჟე იყო. იმ სეზონში პრემიერ ლიგა მოვიგეთ და ჯამში ოთხ ტურნირზე ვიმარჯვეთ. მაგრამ, „ტოტენჰემთან“ ამ თამაშის გამო ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს სეზონი არასასურველად დასრულდა.

„რეალთან“ გასულ სეზონშიც იგივე მოხდა. ვვარდებოდით ისე, რომ ვიცოდით, რომ მეტოქეს ორივე თამაშში ვაჯობეთ და 180 ნათამაშები წუთიდან, ალბათ, 175-ს მანძილზე უკეთესები ვიყავით. ეს ურთულესი იყო.

ზოგჯერ ფეხბურთში ასეთი მომენტების გადატანაც გიწევს, ეს კაშკაშა ემოციებია. ხან მწვერვალზე ხარ, ხან კი - არა. მაგრამ ეს მოგონებები აუცილებლად თან გაგყვება.“ - აღნიშნა „სიტის“ ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა" „სიტის" ორი მატჩის ჯამში 6:5 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც „ლივერპული" 1:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ტიტული მეთოთხმეტედ აღმართა.