ავტორიზაცია

მხოლოდ 17-კაციანი განაცხადი! ბარსელონა ლა ლიგაში ჯერ ვერცერთ ახალწვეულს და კიდევ ორ ფეხბურთელს ვერ არეგისტრირებს

მხოლოდ 17-კაციანი განაცხადი! ბარსელონა ლა ლიგაში ჯერ ვერცერთ ახალწვეულს და კიდევ ორ ფეხბურთელს ვერ არეგისტრირებს
თარიღი 11 აგვ 2022, 20:43

„ბარსელონამ“ ლა ლიგაში მონაწილეობისთვის ჯერჯერობით ვერცერთი ახალწვეული ვერ დაარეგისტრირა.

Diario Sport-ის ინფორმაციით, ამჟამად, გუნდმა ჩემპიონატის განაცხადში მხოლოდ 17 ფეხბურთელი შეიყვანა, რომელთა სიაში არცერთი აალწვეული არ არის.

რობერტ ლევანდოვსკის, ჟულ კუნდეს, რაფინიას, ანდრეას კრისტენსენს ან ფრანკ კესიეს ლა ლიგის განაცხადში ჯერ ვერ იპოვნით. მეტიც, განაცხადს მიღმა დარჩნენ ფეხბურთელებიც, რომლებმაც „ბარსასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმეს: სერხი რობეტო და უსმან დემბელე.

ამავდროულად, გუნდის განაცხადში მოხვდა სამი ფეხბურთელი, რომელზეც იმდენად არ ამყარებენ იმედს, რომ მათ ოფიციალური ნომრებიც კი არ აქვთ. ესენი არიან: სამუელ უმტიტი, მარტინ ბრეიტვეიტი და ნიკო გონსალესი - ამ უკანასკნელის შემთხვევა განსხვავებულია, ის „ვალენსიაში“ იჯარით უახლოეს პერიოდში გადავა.

ზეგ, 13 აგვისტოს, „ბარსა“ პრიმერას პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.