ავტორიზაცია

VIDEO: "ისევ? 38 წლის ასაკში?", - ქომაგმა პერესს რონალდუს შეძენა სთხოვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო

თარიღი 11 აგვ 2022, 21:34

ევროპის სუპერთასზე დასასწრებად ჰელსინკიში ჩასულ ფლორენტინო პერესს „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუს მიყვანა სთხოვეს.

„პრეზიდენტო, კრიშტიანუ რონალდუ მოიყვანე.“, ამ ფრაზის გაგონებისას პერესი შემოტრიალდა და იკითხა: „ისევ?“

დადებითი პასუხის მოსმენის შემდეგ, პერესმა ქომაგს მიუგო: „38 წლის ასაკში?“