ავტორიზაცია

BREAKING: რაბიოზე მოლაპარაკებების დროს, მანჩესტერმა იუვენტუსს კრიშტიანუ რონალდუ შესთავაზა - იტალიელი ჟურნალისტი

BREAKING: რაბიოზე მოლაპარაკებების დროს, მანჩესტერმა იუვენტუსს კრიშტიანუ რონალდუ შესთავაზა - იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 12 აგვ 2022, 12:24

Calciomercato-ს ჟურნალისტი პაოლო პაგანინი დღეს დილით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პაგანინი წერს, ადრიენ რაბიოს ტრანსფერზე მოლაპარაკებების პროცესში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „იუვენტუსს“ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება შესთავაზა.

„დილამშვიდობის. ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა ბრიტანეთიდან დამირეკა და მითხრა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რაბიოს თაობაზე მოლაპარაკებების დროს, „იუვენტუსს“ კრიშტიანუ რონალდუ შესთავაზა.

ამ ეტაპზე, „იუვემ“ კატეგორიული უარი განაცხადა, მაგრამ ტურინელები ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშისგან ზარების მიღებას აგრძელებენ.“ - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018-2021 წლებში თამაშობდა და „მანჩესტერში“ სწორედ ტურინული გუნდიდან გასულ ზაფხულს 15+8 მლნ ევროდ გადავიდა.