ავტორიზაცია

მანჩესტერმა შესაძლოა მაურო იკარდი დაიმატოს - მისი შეძენით კიდევ ერთი გუნდი ინტერესდება

მანჩესტერმა შესაძლოა მაურო იკარდი დაიმატოს - მისი შეძენით კიდევ ერთი გუნდი ინტერესდება
თარიღი 12 აგვ 2022, 16:20

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესაძლოა „პსჟ-დან“ არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი ინათხოვროს.

TyC Sports-ის ინფორმაციით, იკარდის მიმართ ინტერესს „მან იუნაიტედი“ და თურქული „გალათასარაი“ იჩენენ.

არგენტინელი „ემიუში“ გადასვლით დაინტერესებულია და ამჟამად, მისი მეუღლე და შეთავსებით აგენტი, ვანდა ნარა მოლაპარაკებებს აწარმოებს. არ არის გამორიცხული, ინგლისელებმა ის გამოსყიდვის შესაძლებლობით იჯარით აიყვანონ.

არ გამოირიცხება ასევე თურქულ გუნდში გადასვლის ვარიანტიც, რომლის წარმომადგენლებსაც იკარდის აგენტი უკვე სამჯერ შეხვდა. თურქულ გუნდში ტრანსფერიც იჯარით განიხილება, რომლის შემთხვევაშიც ხელფასის დიდ ნაწილს „პსჟ“ გადაიხდის.

ოთხშაბათიდან იკარდი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს, იმ ფეხბურთელებთან ერთად, ვინც გუნდიდან უნდა წავიდეს. კრისტოფ გალტიემ პირადადაც დაადასტურა, რომ არგენტინელზე იმედებს არ ამყარებს.