ავტორიზაცია

უეფამ 2021/22-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე სამი მოთამაშე დაასახელა

უეფამ 2021/22-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე სამი მოთამაშე დაასახელა
თარიღი 12 აგვ 2022, 16:37

უეფამ 2021/22-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე სამი ფეხბურთელი შეიყვანა.

როგორც ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, აღნიშნული ჯილდოსთვის კარიმ ბენზემა, ტიბო კურტუა და კევინ დე ბრუინი იბრძოლებენ.

ბენზემამ და კურტუამ „რეალის“ საბოლოო წარმატებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს - კარიმი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ტიბომ კი საოცარი თამაში აჩვენა, უმნიშვნელოვანესი სეივებით „რეალი“ გავარდნისგან არაერთხელ იხსნა და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

რაც შეეხება დე ბრუინს, ის „მან სიტისთან“ ერთად ნახევარფინალამდე მივიდა და სწორედ მომავალ ჩემპიონ „რეალთან’ დამარცხდა.

მე-4 ადგილზე რობერტ ლევანდოვსკი გავიდა, მეხუთეზე კი ასევე „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი.

გამარჯვებული 25 აგვისტოს უეფას ცერემონიაზე გამოვლინდება, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრასთან ერთად.