ოფიციალურად: ბარსელონამ ახალგაზრდა ნახევარმცველს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ვალენსიაში გაუშვა

„ბარსელონამ“ ახალგაზრდა ნახევარმცველის, ნიკო გონსალესის „ვალენსიში“ გადასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
ფეხბურთელმა „ღამურებში“ გადასვლამდე კატალონიურ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და გუნდი ისე დატოვა.
ახალი ხელშეკრულებით ნიკო „ბარსელონასთან“ 2026 წლამდე იქნება დაკავშირებული, მისი გამოსასყიდი თანხა კი ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.
„ვალენსიამ“ ნიკო გამოსყიდვის იჯარის გარეშე გადაიბირა, შესაბამისად სეზონის ბოლოს ფეხბურთელი „ბარსელონაში“ დაბრუნდება.
გასულ სეზონში ნიკომ ლა ლიგის 27 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.