ავტორიზაცია

"სისულელეა იმ ფეხბურთელების მოყვანა, ვისი საშუალებაც არ გაქვს", - გატუზომ ბარსას წაკბინა

"სისულელეა იმ ფეხბურთელების მოყვანა, ვისი საშუალებაც არ გაქვს", - გატუზომ ბარსას წაკბინა
თარიღი 12 აგვ 2022, 12:37

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ახალ სეზონისთვის მზადებაზე ისაუბრა.

„ჩვენ კასტილიეხო, ლინო და „ბარსელონადან“ ნიკო დავიმატეთ. კლუბი გედეშმა დატოვა და იმედი გვაქვს, რომ მას ჩავანაცვლებთ, მაგრამ ამ გუნდში კონკრეტული ეკონომიკური ჩარჩოები არსებობს.

„ბარსასთვის“ სეზონი სულ მალე დაიწყება და გუნდს ჯერ ახალწვეულებიც არ დაურეგისტრირებია. სისულელეა იმ ფეხბურთელების ყიდვა, რომლის საშუალებასაც არ გაგაჩნია.

ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ შეზღუდულები ვართ, მაგრამ ჩვენში ენთუზიაზმი და გამარჯვების სურვილი იმარჯვებს. მოედანი გვეტყვის, სადამდე შეგვიძლია მისვლა.“ - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ბარსამ“ ლა ლიგაში 17 კაცი დაარეგისტრირა, საიდანაც ახალწვეული არცერთი არ არის.