ავტორიზაცია

ბარსელონამ მემფის დეპაი და მირალემ პიანიჩი ლა ლიგაში ახალი სათამაშო ნომრებით დაარეგისტრირა

ბარსელონამ მემფის დეპაი და მირალემ პიანიჩი ლა ლიგაში ახალი სათამაშო ნომრებით დაარეგისტრირა
თარიღი 11 აგვ 2022, 21:31

როგორც მოგახსენეთ, ამ დრომდე „ბარსელონამ“ ლა ლიგაში სათამაშოდ მხოლოდ 17 ფეხბურთელის დარეგისტრირება მოახერხა, საიდანაც ახალწვეული, ან კონტრაქტის გამხანგრძლივებელი არცერთი არ არის.

ზეგ, 13 აგვისტოს, პრიმერა დივიზიონის პირველ ტურში „ბარსელონამ“ „კამპ ნოუს“ უნდა უმასპინძლოს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ფეხბურთელი იქნება ხავის განკარგულებაში ამ შეხვედრაში.

17-კაციან დარეგისტრირებულთა განაცხადში მოხვდა მემფის დეპაი, რომლის 9-ნომრიანი მაისურიც რობერტ ლევანდოვსკიმ დაისაკუთრა და ჰოლანდიელი ახლა 14-ნომრიანით არის გაფორმებული.

16-ნომრიანი მაისური მოარგეს ბოსნიელ ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს, რომელმაც წინა სეზონი იჯარით „ბეშიქთაშში“ გაატარა.

ერთადერთი უნორმო ფეხბურთელები „ბარსელონაში“ მარტინ ბრეიტვეიტი და სამუელ უმტიტი რჩებიან. კლუბს სურს, რომ მათ გუნდი აგვისტოს ბოლომდე დატოვონ, თუმცა თავად მოთამაშეები ჯერჯერობით უარზე არიან.