ავტორიზაცია

მესამე ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს - რა მოთხოვნები წაუყენა ბარსელონამ დე იონგს?

მესამე ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს - რა მოთხოვნები წაუყენა ბარსელონამ დე იონგს?
თარიღი 11 აგვ 2022, 16:41

„ბარსელონას“ სურს, რომ ფრენკი დე იონგმა ხელფასი სულ მცირე გაინახევროს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, 2020 წლის შემოდგომაზე გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ამ სეზონში ნიდერლანდელის ხელფასი წლიურად 22 მილიონ ევროს გადააჭარბებს. შეგახსენებთ, რომ ამ შეთანხმებას კატალონიური გუნდის მოქმედი ხელმძღვანელობა უკანონოდ მიიჩნევს. 

კლუბმა ფეხბურთელს მოჭრილად შეატყობინა, რომ მან ხელფასი ან 50%-ით უნდა შეიმციროს, ან ამ ზაფხულსვე დატოვოს, მითუმეტეს რომ მსურველებს დე იონგი ნამდვილად არ უჩივის.

ვარიანტი, რომლის შემთხვევაშიც ფრენკი გუნდში მოქმედი პირობებით დარჩება, უბრალოდ არ განიხილება.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთობა სერიოზულად დაიძაბა მას შემდეგ, რაც დე იონგის გარემოცვას შეატყობინეს, რომ ეს კონტრაქტი არაკანონიერად მიიჩნევა. 

მიუხედავად ამისა, „ბარსას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას და მთავარ მწვრთნელს ხავი ერნანდესს ფრენკის წასვლა არ სურთ, რადგან ფიქრობენ, რომ ის გუნდს ძალიან წაადგება.

ამ დრომდე, დე იონგის შეძენის სურვილს „მან იუნაიტედი“ და „ჩელსი“ გამოთქვამენ, რომლებთანაც „ბარსელონას“ ტრანსფერი შეთანხმებული აქვს და ყველაფერს მხოლოდ თავად ფეხბურთელი აჭიანურებს.