ავტორიზაცია

ხავი: "დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ მოთმინებას გთხოვთ"

ხავი: "დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ მოთმინებას გთხოვთ"
თარიღი 14 აგვ 2022, 11:37

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი „რაიო ვალეკანოსთან“ ფრედ (0:0) დასრულებული მატჩი შეაფასა.

„მესმის იმედგაცრუება, ჩვენზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. თამაში კარგად უნდა გავაანალიზოთ, განვვითარდეთ, სათამაშო მოდელის რწმენა გავაგრძელოთ და ვიმუშავოთ>

„რაიო“ თავს ძალიან კარგად იცავდა, ჩვენთვის მომენტების შექმნა რთული აღმოჩნდა. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ გვსურდა გულშემატკივრებისთვის ჩვენება, რომ სწორ გზას ვადგავართ.

ეს დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ მოთმინებას გთხოვთ.“ - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

საინტერესოა, რომ „ბარსელონამ“ მადრიდული „რაიო ვალეკანო“ ზედიზედ მესამედ ვერ დაამარცხა - წინა სეზონში „ბლაუგრანამ“ ამ გუნდთან ლა ლიგის ორივე მატჩში 0:1 დათმო.