ავტორიზაცია

ასწლიანი ანტირეკორდი - ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერულ კარიერას კატასტროფულად იწყებს

ასწლიანი ანტირეკორდი - ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერულ კარიერას კატასტროფულად იწყებს
თარიღი 14 აგვ 2022, 11:45

ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სათავეში სასტარტო ორი ოფიციალური შეხვედრა წააგო.

პირველ ტურში გუნდი შინ „ბრაიტონთან“ 1:2 დამარცხდა, მეორეში კი „ბრენტფორდთან“ 0:4 სტუმრად განადგურდა.

სადებიუტო მატჩის წაგებით ტენ ჰაგმა თავისი თანამემამულის, ლუი ვან გაალის ანტირეკორდი გაიმეორა - ის იყო გუნდის უკანასკნელი მწვრთნელი, ვინც მუშაობა მარცხით დაიწყო.

ახლა კი, ტენ ჰაგი უფრო შორს წავიდა და გახდა 1921 წლის შემდეგ პირველი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონატში თავისი სასტარტო ორივე შეხვედრა დათმო. მაშინ, ანალოგიური შედეგი დააფიქსირა მწვრთნელნა ჯონ ჩეპმენმა.

ამჟამად „ემიუ“ სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილს იკავებს, გუნდს არცერთი ქულა არ აქვს, ბურთების შეფარდება კი 1:6-თანაა.