ავტორიზაცია

"მეგონა, ხელის ჩამორთმევის დროს ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ", - ტუხელი კონტესთან კონფლიქტზე

"მეგონა, ხელის ჩამორთმევის დროს ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ", - ტუხელი კონტესთან კონფლიქტზე
თარიღი 14 აგვ 2022, 22:59

თომას ტუხელმა „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ ანტონიო კონტესთან კონფლიქტზე ისაუბრა.

მწვრთნელები ჯერ პიერ-ემილ ჰოიბიერგის გოლის შემდეგ წაკამათდნენ, შემდეგ კი, მატჩის დასრულების შემდეგ, ხელის ჩამორთმევისას კინაღამ იჩხუბეს კიდეც.

„მეგონა, რომ ხელის ჩამორთმევისას ადამიანები ერთმანეთს თვალებში უყურებენ, ის კი სხვანაირად ფიქრობს. ამის საჭიროება სულაც არ ყოფილა, ბევრი რამის საჭიროება არ არსებობს.

მე ამას ორი ფეხბურთელის შეკამათებას ვადარებ, რომლებმაც ცოტა წაიჩხუბეს, მაგრამ არავინ დაშავებულა. ეს პრემიერ ლიგაა, ორი მწვრთნელი საკუთარი გუნდისთვის იბძოდა.

სულ ესაა, საგანგაშო არაფერი. დღეს ეს თამაშის ნაწილი იყო.“ - აღნიშნა „ჩელსის“ მწვრთნელმა.