ავტორიზაცია

კონტე: "თუ აგრესიას ვხედავ, აგრესიით ვპასუხობ - პრობლემა არ არის, მაგრამ რომც იყოს, ჩემსა და ტუხელს შორის დარჩება"

კონტე: "თუ აგრესიას ვხედავ, აგრესიით ვპასუხობ - პრობლემა არ არის, მაგრამ რომც იყოს, ჩემსა და ტუხელს შორის დარჩება"
თარიღი 15 აგვ 2022, 00:11

„ტოტენჰემის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თომას ტუხელთან მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა.

მწვრთნელები ჯერ პიერ-ემილ ჰოიბიერგის გოლის შემდეგ წაკამათდნენ, შემდეგ კი, მატჩის დასრულების შემდეგ, ხელის ჩამორთმევისას კინაღამ იჩხუბეს კიდეც.

„ეს არც ისე მნიშვნელოვანია, მთავარი ფეხბურთია. მსაჯმა წითელი ბარათი მიჩვენა, მაგრამ მან მიმდინარე მოვლენების დინამიკა ვერ გაიგო.

ყველაფერი კარგად არის, ეს უნდა მივიღო, პრობლემა არაა. პრობლემა რომც იყოს, ის ჩემსა და ტუხელს შორის დარჩება.

სიმართლე გითხრათ, არ მინდა ამ საკითხზე დაბრუნება, მაგრამ არის ტელევიზორი და ვიდეო, სადაც შეიძლება გაგება, რა მოხდა. რა თქმა უნდა, პასიური არ ვყოფილვარ.

თუ აგრესიას ვხედავ, აგრესიით ვპასუხობ. გავიმეორებ, პრობლემა არაა, ეს ორი დიდებული გუნდის მშვენიერი მატჩი იყო.“ - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.