ავტორიზაცია

მოსიარულე ცუდი ხასიათი, რომელიც განცალკევებით ჭამს - რონალდუ იუნაიტედში ატმოსფეროს აფუჭებს

მოსიარულე ცუდი ხასიათი, რომელიც განცალკევებით ჭამს - რონალდუ იუნაიტედში ატმოსფეროს აფუჭებს
თარიღი 15 აგვ 2022, 14:21

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს კრიშტიანუ რონალდუს ქცევა არა მოსწონთ.

The Times-ის ინფორმაციით, ერიკ ტენ ჰაგის სამწვრთნელო შტაბი უფრო და უფრო მეტად იმედგაცრუებული ხდება პორტუგალიელის საქციელებისგან. 

„ემიუს“ ზოგი ხელმძღვანელი იმასაც ფიქრობს, ღირს თუ არა ფეხბურთელის სურვილის საწინააღმდეგოდ შენარჩუნება, იმის გათვალისწინებით, რომ რონალდუმ წასვლა თავად ითხოვა.

ფორვარდის განწყობა აფუჭებს გუნდის გარემოსაც, კლუბის ერთ-ერთმა წყარომ ფეხბურთელს „მოსიარულე ცუდი ხასიათი“ უწოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ პორტუგალიელი გუნდურ ვახშამზე განცალკევებით, სრულიად მარტო ჭამს.

მანკუნიანელებმა ფეხბურთელს შესაძლოა კონტრაქტი გაუწყვიტონ, თუ ის საქმისადმი მიდგომას არ შეცვლის.