ავტორიზაცია

ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა

ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა
თარიღი 15 აგვ 2022, 16:50

„მან იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, კრიშტიანუ რონალდუს საკითხში აზრი შეიცვალა.

თავდაპირველად ჰოლანდიელს სურდა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი მის გუნდში დარჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ თავად რონალდუს წასვლა სურს. ტენ ჰაგი კრიშტიანუზე კარგი აზრის იყო და მას დღემდე მსოფლიო დონის ბომბარდირად მოიაზრებს.

თუმცა, რონალდუს კლუბის განკარგულებაში დაბრუნების შემდეგ, ტენ ჰაგი მიხვდა, რომ მისთვის ფეხბურთელის შემადგენლობაში ინტეგრირება გაუჭირდება.

The Athletic წერს, რომ კრიშტიანუ ბაზაზე განცალკევებულად იკვებება, ვარჯიშებზე ხშირად ხელებს იქნევს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, ასევე მაღალი პრესინგის წინააღმდეგ ცდილობდა აზრის გამოთქმას, რომლის დანერგვაც ტენ ჰაგს „იუნაიტედში“ უნდა.

ამის გამო, ნიდერლანდელი სპეციალისტი მზადაა რონალდუს შეელიოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლუბი მის შემცვლელად რომელიმე ფეხბურთელს მოიყვანს.