ავტორიზაცია

ბარსელონას ბერნარდუს შესაძენად ორი ვარიანტი აქვს - ან ფრენკი უნდა წავიდეს, ან სამი ფეხბურთელი ერთად

ბარსელონას ბერნარდუს შესაძენად ორი ვარიანტი აქვს - ან ფრენკი უნდა წავიდეს, ან სამი ფეხბურთელი ერთად
თარიღი 16 აგვ 2022, 15:26

„ბარსელონას“ დიდი მსხვერპლის გაღება მოუწევს საიმისოდ, რომ ბერნარდუ სილვა დაიმატოს.

As-ის ინფორმაციით, კატალონიელებს 100 მილიონი ევრო სჭირდებათ იმისთვის, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი გადაიბირონ, რადგან ეს სწორედ ის თანხაა, რომლის მიღებაც „სიტის“ სილვას სანაცვლოდ სურს.

პირველი ვარიანტი - ფრენკი დე იონგის გაყიდვაა 80 მილიონ ევროდ ან „ჩელსიში“ ან „მან იუნაიტედში“, თუმცა პრობლემას ის ქმნის, რომ ტრანსფერზე უარს თავად ფეხბურთელი ამბობს, რომელსაც „ბარსაში“ სურს დარჩენა და არც ხელფასის დაკლებას თანხმდება.

თუ დე იონგი გუნდში დარჩა, მაშინ „ბარსა“ იძულებული გახდება გაყიდოს ერთბაშად სამი ფეხბურთელი - მემფის დეპაი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და სერჟინიო დესტი. 

თავად სილვას „ბლაუგრანაში“ სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ „სიტისთან“ კონფრონტაციას და ტრანსფერის მოთხოვნას არ აპირებს.