ავტორიზაცია

ანხელ დი მარიას ტრავმის სიმძიმე ცნობილია - რამდენი გაუცდება არგენტინელს?

ანხელ დი მარიას ტრავმის სიმძიმე ცნობილია - რამდენი გაუცდება არგენტინელს?
თარიღი 16 აგვ 2022, 20:36

ცნობილი გახდა ანხელ დი მარიას ტრავმის სიმძიმე.

არგენტინელმა ფეხბურთელმა „სასუოლოსთან“ გუშინდელ მატჩში, სადებიუტო თამაში ჩაატარა, გოლი და ასისტი მიითვალა, 66-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.

როგორც მატჩის შემდეგ მაქს ალეგრიმ განაცხადა, დი მარიას კუნთი წინა კვირაშიც აწუხებდა და ალბათ სჯობდა, ის მატჩიდან ცოტა უფრო ადრე მოეხსნა.

დღეს, არგენტინელმა ფეხბურთელმა რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩაიტარა, რომელმაც მარცხენა ბარძაყის უკანა ნაწილის მცირე დაჭიმულობა გამოავლინა. 

შედეგად, დი მარია მინიმუმ 10 დღეს გამოტოვებს, რის შემდეგაც კიდევ ერთ გამოკვლევას ჩაიტარებს იმის დასადგენად, არის თუ არა სათამაშოდ მზად.