ავტორიზაცია

მანჩესტერსა და რაბიოს შორის მოლაპარაკებები თითქმის შეწყდა - ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდზე სავარაუდოდ არ გადავა

მანჩესტერსა და რაბიოს შორის მოლაპარაკებები თითქმის შეწყდა - ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდზე სავარაუდოდ არ გადავა
თარიღი 16 Aug 2022, 22:22

ადრიენ რაბიოს ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლოა ჩაიშალოს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები შენელდა.

ამის მიზეზი ის არის, რომ ფრანგი ნახევარმცველი ზემდეტად მაღალ სახელფასო მოთხოვნებს აყენებს და ასევე, ეჭვი ეპარება, რამდენად მართებულია „მანჩესტერში“ გადასვლა, იმის ფონზე, რომ გუნდი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაბიოს დედა და შეთავსებით აგენტი ვერონიკა „მანჩსტერისგან“ წლიური ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს.

„იუნაიტედი“ და „იუვენტუსი“ ფასზე უკვე შეთანხმებულები არიან, ინგლისური კლუბი ფრანგში 15+5 მილიონ ევროს გადაიხდის.