ავტორიზაცია

დაძაბული საუბარი გასახდელში - ცნობილია, თუ რაზე "გაებუტა" კილიან მბაპე თანაგუნდელებს

დაძაბული საუბარი გასახდელში - ცნობილია, თუ რაზე "გაებუტა" კილიან მბაპე თანაგუნდელებს
თარიღი 17 აგვ 2022, 20:18

„პსჟ-ს“ თავდამსხმელს, კილიან მბაპეს, თანაგუნდელებთან არც ისე სასიამოვნო ურთიერთობა აქვს.

TNT Sports-ის ინფორმაციით, როცა ფრანგმა „პარიზთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას მოაწერა ხელი, მას დაპირდნენ, რომ გუნდის სხვა ფეხბურთელები ძირითადად მასზე ითამაშებდნენ. თუმცა, „პსჟ-ს“ სხვა მოთამაშეებს ეს იდეა არ მოსწონთ და ახლა, მბაპე კოლექტივისგან თავს მოწყვეტილად გრძნობს.

იწერება, რომ ლიგა 1-ს მეორე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც „პსჟ-მ“ „მონპელიე“ 5:2 გაანადგურა, მბაპეს სხვა ფეხბურთლებთან დაძაბული საუბარი ჰქონდა, რაშიც სამწვრთნელო შტაბის ჩარევაც გახდა საჭირო.

კილიანი აგრძელებს იმის მოთხოვნას, რომ სწორედ ის უნდა იყოს „პსჟ-ს“ მთავარი ვარსკვლავი, მანდ უნდა დააგვირგვინოს გუნდის შეტევები და უბურთოდ მოქმედებასა და პრესინგში ნაკლები მონაწილეობა მიიღოს.

ამ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა „პსჟ-ს“ მაისურით ერთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლითა და ერთი აცილებული პენალტით გამოირჩა.