ავტორიზაცია

ბარსელონას გარდა, ბერნარდუ სილვას კიდევ ერთი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

ბარსელონას გარდა, ბერნარდუ სილვას კიდევ ერთი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 17 აგვ 2022, 22:59

„მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელ ნახევარმცველს ბერნარდუ სილვას ახალი მსურველი გამოუჩნდა.

თუ აქამდე, ფეხბურთელით აქტიურად „ბარსელონა“ ინტერესდებოდა, ახლა მის მიმართ სერიოზულ ინტერესს ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენს.

The Times-ის ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან „სიტის“ პორტუგალიელ შემტევ ნახევარმცველში 70 მილიონი ევრო გადაუხადონ და დარწმუნებულები არიან, რომ პორტუგალიელი მათთან გადასვლას დათანხმდება, თუ ინგლისურ გუნდთან თანხაზე შეთანხმება მოხერხდება.

საფრანგეთის ჩემპიონები ასევე მზად არიან, თავად ფეხბურთელსაც სარფიანი და კარგი პირობები შესთავაზონ, რაც მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

28 წლის ბერნარდუსთვის პრიორიტეტული „ბარსელონაში“ გადასვლა იყო, თუმცა დღეს დაიწერა, რომ კატალონიელთა პასიურობის გამო, ფეხბურთელმა ტრანსფერზე ხელი ჩაიქნია და „სიტიში“ დასარჩენად ემზადება.