ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედს კაზემიროს ტრანსფერის დახურვა შაბათამდე სურს - რა პოზიციაზეა რეალი?

მანჩესტერ იუნაიტედს კაზემიროს ტრანსფერის დახურვა შაბათამდე სურს - რა პოზიციაზეა რეალი?
თარიღი 18 აგვ 2022, 13:12

„მანჩესტერ იუნაიტედს“ კარლოს ენრიკე კაზემიროს ტრანსფერის შეძენა რაც შეიძლება მალე სურს.

El Chiringuito TV-ს წამყვანის, ხოსეპ პედრელოლის ინფორმაციით, „ემიუს“ სურს, ტრანსფერი შაბათამდე, ანუ „ლივერპულთან“ მატჩამდე დახუროს. მადრიდშიც ეთანხმებიან ამ პოზიციას, თუ ფეხბურთელი წასვლას მოითხოვს, მაშინ უმჯობესია ყველაფერი სწრაფადვე, შაბათამდე დაიხუროს.

უდიდესი ალბათობით, უახლოეს პერიოდში, მანკუნიანელები „რეალს“ შეთავაზებით მიმართავენ. მადრიდულ კლუბში თავს ვალდებულად გრძნობენ, რომ თუ კაზემირო წასვლას მოითხოვს, მათ „მანჩესტერის“ შემოთავაზება უნდა მოისმინონ.

როგორც Marca-ს ჟურნალისტი მარიო კორტეგანა წერს, ბრაზილიელი ფეხბურთელი „მანჩესტერის“ შეთავაზებაზე აქტიურად ფიქრობს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი მადრიდული ეტაპი ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა. გარდა ამისა, მას ინგლისური კლუბი ორმაგ ხელფასს და ხუთწლიან კონტრაქტს სთვაზობს.