ავტორიზაცია

BREAKING: კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია!

BREAKING: კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია!
თარიღი 18 აგვ 2022, 17:32

მადრიდის „რეალის“ საყრდენი ნახევარმცველი კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედს“ უახლოვდება.

ერთბაშად რამდენიმე ავტორიტეტული ჟურნალისტი და მათ შორის The Athletic-ის წარმომადგენელი დევიდ ორშტეინი იტყობინება, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლა სურს.

ამ ეტაპზე, კლუბებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და დიდი შანსია, რომ უახლოეს პერიოდში კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელად ვიხილოთ.

ესპანელი ხოსეპ პედრელოლი უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ „მანჩესტერს“ სურს, კაზემირომ „ლივერპულთან“ შაბათს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

Marca წერს, რომ „იუნაიტედი“ ფეხბურთელს ზღაპრული ხელფასით თაფლავს, გარდა ამისა ბრაზილიელი ფიქრობს, რომ მისი მადრიდული კარიერის ეტაპი ნელ-ნელა სრულდება და მას გუნდიდან წარმატებულად სურს წასვლა.

ამ ყველაფრის ფონზე, უფრო და უფრო იზრდება შანსი იმისა, რომ ბრაზილიელი უახლოეს პერიოდში „მან იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდება.