ავტორიზაცია

მორიგი კლუბი, რომელმაც კრიშტიანუს ტრანსფერზე უარი თქვა

მორიგი კლუბი, რომელმაც კრიშტიანუს ტრანსფერზე უარი თქვა
თარიღი 18 აგვ 2022, 20:40

როგორც ჩანს, ბუნდესლიგაში კრიშტიანუ რონალდუს ვერ ვიხილავთ.

Bild იტყობინება, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შეძენა დორტმუნდის „ბორუსიას“ შესთავაზა.

თუმცა, „ფუტკრები“ რონალდუს შეძენას არ აპირებენ, გერმანული კლუბი 37 წლის ფეხბურთელს ზედმეტად ასაკოვნად მიიჩნევს თავისი ფილოსოფიისთვის.

გარდა ამისა, მისი ხელფასი გუნდისთვის ზედმეტად დიდი ტვირთი იქნება და ამ ყველაფრის გამო, „ბორუსიამ“ რონალდუს ტრანსფერზე მუშაობა არ მოისურვა.

აქამდე, რონალდუს ტრანსფერზე აგენტს უარი მიუნხენის „ბაიერნმა“ უთხრა, მადრიდის „ატლეტიკომ“ და კიდევ რამდენიმე ევროპულ ტოპ-კლუბზეც დაიწერა.

თუმცა, თავად ფეხბურთელმა ახლახანს განაცხადა, რომ ბოლო დროს, პრესაში დაწერილილ 100 ნიუსიდან სიმართლე მხოლოდ 5 იყო და ის სულ მალე, ინტერვიუში ყველაფერს გამოააშკარავებს.